logo
ENG



სამართალდამცველებმა თელავის პოლიციასთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

02 იან 202117:30
3 წუთის საკითხავი
 

თელავის პოლიციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, გუშინ 1-ლ იანვარს თელავის თეატრის წინ მდებარე აქტივისტების კარავს ავტომობილი დაეჯახა. აქციის მონაწილეები მომხდარის დროულად გამოძიებას მოითხოვდნენ.

აქციაზე სამართალდამცველებმა მოძრაობა საქართველოს წევრი დააკავეს. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყო დაკავებული.

მოძრაობა საქართველოს ცნობით, დაკავებული აქტივისტი უკვე თავისუფალია.

თელავში თეატრის წინ აქტივისტებმა კარვები 5 დეკემბერს გაშალეს. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უერთდებიან ოპოზიციის მოთხოვნას - დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.


close დახურვა