logo
ENG



სამართალდამცველებმა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღეს

16 ივლ 202012:49
3 წუთის საკითხავი
 
pe9v0tnw62adahl.jpg

სამართალდამცველებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. ჩხრეკისას ამოღებულია ნახევარი მილიონი ლარის ღორებულების ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 180 აბი სუბოტექსი აღმოაჩნდათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. 

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4200 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,ექსტაზი" და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: „მდმა“, „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“ ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა