logo
ENG



სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს

30 ოქტ 201912:18
3 წუთის საკითხავი
 
xaaq7t7cvb9nagx.jpg

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, მისი უწყება ანგარიშვალდებული მხოლდო პარლამენტის წინაშე იქნება. ახალი სამსახურის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მის ხელმძღვანელად სწორედ ლონდა თოლორაია დაინიშნა.

„ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა ამ ფუნქციის ამოქმედებას მომზადებულები შევხვედროდით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გახლავთ დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც არ შედის არც ერთი სახელმწიფო უწყების შემადგენლობაში. ჩვენ ვართ მხოლოდ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება“, - განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აღნიშნა, რომ თუკი სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ექნება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, საქმეს დამოუკიდებელი ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძებს.

„სიცოცხლის ხელყოფის, არაადამიანური მოპრყრობისა და წამების საქმეებზე, თუკი ამგვარი ქმედებები ჩადენილი იქნებ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან, გამოძიებას აწარმოებენ არა თავად ეს ორგანოები ან პროკურატურა, არამედ დამოუკიდებელი სახლწიფო ისპექტორი“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 


close დახურვა