logo
ENG



სამგზავრო აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმას 1-ლი სექტემბრიდან შეძლებთ

16 აგვ 202213:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/16/cjtqf7zfyyw3c7v.png

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სამგზავრო აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმა პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, ორ ბანკთან (თიბისი და საქართველოს ბანკი) მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი პირველი სექტემბრიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვებიან.

კალაძის განცხადებით, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათი არ დასჭირდება და ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათში იქნება ინტეგრირებული.

"ჩვენ შემოვიღეთ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქშია დანერგილი და გვინდა, საუკეთესო მაგალითები პროექტების სახით თბილისშიც განვახორციელოთ. საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე.

ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაისში გაკეთდებოდა, თუმცა, ბანკებთან მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო და დღეის მდგომარეობით, ყველაფერი შეთანხმებულია, როგორც საქართველოს ბანკთან, ასევე თიბისი ბანკთან. პირველი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება და სამგზავრო ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათზე იქნება მიბმული.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, აირჩიოთ ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი და ინტეგრირება გაუკეთოთ საკუთარ საბანკო ბარათზე. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, აბონემენტის უკვე საბანკო ბარათზე მიბმა შეეძლებათ. თუ სხვა ბანკები სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, მათ მუნიციპალიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ", - თქვა კალაძემ.


close დახურვა