logo
ENG



სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი ეწყობა

17 აგვ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

თბილისში, სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში ახალი საველე ჰოსპიტალი  ეწყობა. ჰოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო. ადგილზე, ჯერჯერობით, მხოლოდ საწოლებია განლაგებული და არ არის სამედიცინო ინვენტარი. 

პირველი საველე ჰოსპიტალი დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში 15 აგვისტოს მოეწყოჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტალში, საჭიროების შემთხვევაში, 500-მდე საწოლი გაიშლება. მისივე აღნიშვნით, ჰოსპიტალს უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ და მანამდე, პრიორიტეტად რჩება პაციენტთა საავადმყოფოებში განთავსება.

ჯანდაცვის უწყების განცხადებით, საქართველოს კლინიკებში სულ 8 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი და მათი უმეტესობა უკვე დაკავებულია. 

17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. 

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 083 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 831 815 ადამიანია აცრილი, მათგან 245 207 ორჯერადად


close დახურვა