logo
ENG



სამებაში წირვას ათობით ადამიანი ესწრება

05 აპრ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 
21x2injehryjf3d.png

სამების საკათედრო ტაძარში-საკვირაო წირვა მიმდინარეობს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მრევლის ნაწილი ღვთისმსახურებას მაინც ესწრება. დისტანციას იცავენ, თუმცა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეკრების შეზღუდვის წესი მაინც ირღვევა.

მრევლის თქმით, თუ წირვაზე დასწრება დაშვებული იქნება, ისინი აუცილებლად დაესწრებიან სხვა დღეებშიც. მათივე თქმით, 3-ზე მეტი ადამიანი ყველგან იკრიბება და მათ შორისაა მრევლიც. შესაბამისად, ისინი აღდგომის დღესასწაულსაც დაესწრებიან.

დღევანდელ მსახურებაზე პატრიარქი და მისი თანამოსაყრდრე მეუფე შიო არ იმყოფებიან. 


close დახურვა