logo
ENG



სამების საკათედრო ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარდა

14 მარ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საპატრიარქო ხსნარით ყველა ტაძარს მოამარაგებს. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას საპატრიარქოში ხალხის შიშით და დიდი ინტერესით ხსნიან, თუმცა აცხადებენ, რომ ტაძარი სპირტოვანი სითხით ისედაც ყოველთვის იწმინდებოდა. ტაძრებში ღვთისმსახურება წესის შესაბამისად ხვალაც ჩატარდება. 

"საპატრიარქო ყველა ტაძარს აწვდის ამ ხსნარებს და ზოგადად ჩვენი ტაძარი ყოველდღიურად იწმინდება  მთელი წლის განმავლოაბაში. მაგრამ ხალხის შიშის გამო მიიღო საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანემ. 


close დახურვა