logo
ENG



სამედიცინო აღჭურვილობის მარაგები ქვეყანაში საკმარისია - თამარ გაბუნია

01 აპრ 202013:34
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის სპეციალური აღჭურვილობის საკმარისი მარაგებია მობილიზებული. 

როგორც გაბუნია ამბობს, ეკიპირებისა და პირბადეების მარაგი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისი.  

„სამინისტრომ აქამდე ძალიან დიდი რაოდენობით განახორციელა ნივთების შესყიდვა - ასეულობით ათასია მათი რიცხვი, ჯანმო გვეხმარება მარაგების საჭიროების დადგენაში - საკმაოდ დიდი რაოდენობაა მარაგების. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საჭირო ნივთების მობილიზებაზე და მარაგები მდუმივად ივსება. კლინიკები, რომლებიც მწვავედ აყენებენ მარაგების თემას, მობილიზებული იქნება მათთვის საჭირო ნაწილი. მნიშვნელოვანია მარაგების სწორი განაწილება და არაციცონალური მოხმარება. რთული ეკიპირება არ არის საჭირო ყველა კლინიკაში - ასეთი ეკიპირება აქვთ უშუალოდ პაციენტებთან მომუშავე ექიმებს. სპეციალისტი იყო საქართველოში, რომელმაც შეაფასა მდგოამრეობა ამ კუთხით. არის მზაობა, რომ დიდი ზომის კლინიკები და სხვა სამსახურები არ დარჩეს დაცვითი საშუალებების გარეშე", - აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის ვირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი.


close დახურვა