სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები 15 წლის ლუკა სირაძეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აპროტესტებენ. ისინი უერთდებიან საერთო პროტესტს და ამბობენ, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ფასეული არაფერია.
„ვუერთდებით სოლიდარობის აქციას. ნესბისმიერი სისტემა, რომელიც არის ძალადობრივი და არ არის ტოლერანტული, და უბიძგებს მოზარდებს სუიციდისკენ, უნდა დაინგრეს. ჩვენ, როგორც ექიმები, ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არის უმნიშვნელოვანესი და მისი დაცვა არის ყველა სტრუქტურის მოვალეობა“, - აცხადებენ სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინუძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.