არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული კრიტიკულად მზარდია. სამი ძარცვა ორ კვირაში - თემქის ერთ-ერთ დიდ მარკეტში მოზარდებმა ფული და პროდუქტები მოიპარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუსტ სტატისტიკას არ ასაჯაროებს, თუმცა ბოლო დღეებში ჩადენილი ინციდენტები ადასტურებს, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა იმატა.
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლიუსი" ბოლოს რამდენიმე კვირის წინ გაძარცვეს, არასრულწლოვნები მათთანაც სამჯერ შევიდნენ .
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არასრულწლოვნების ძარცვა შესაძლოა მართული იყოს, მათი აზრით არასრულწლოვნებს მარტო ძარცვების დაგეგმვა და შემდეგ ნაძარცვი ნივთების რეალიზება გაუჭირდებათ. სპეციალისტები ოფიციალურ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე 14 წლამდე პირების პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია. ოპოზიცია კანონის გამკაცრებას არ ემხრობა, მიიჩნევენ, რომ უკონტროლო და გაზრდილ კრიმინალზე პასუხისმგებლობა მთვრობას აკისრია.
შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას.