logo
ENG



სამიზნეები ივანიშვილის შურისძიებისთვის

17 ივლ 202420:11
3 წუთის საკითხავი
 

მმართველობის მეთორმეტე წელს ივანიშვილი ხალხს ისევ ოპოზიციის განადგურების პირობას აძლევს. ოლიგარქმა გაიმეორა ის, რასაც 2012 წლიდან ყოველი არჩევნების წინ ამბობს, რომ გაასამართლებს ნაციონალურ მოძრაობას. ამ კონტექსტში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ამჯერად თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ჩამოთვალა და მათთან ერთად პრეზიდენტიც და ყოფილი სახალხო დამცველიც. ეს კი განაცხადია, რომ რეპრესიები გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. იმ ფონზე, როცა ქვეყანა, რომელსაც მოსახლეობის გადინების, სიღარიბის, უმუშევრობის და სხვა არაერთი უმძიმესი პრობლემა უდგას, ოლიგარქი კვლავ ოპონენტების განადგურების დაპირებით წარდგა საზოგადოების წინაშე. 

 


close დახურვა