logo
ENG



სამინისტრო, ტიკარაძის მეთაურობით, მოვალეობას თავს ვერ ართმევს - აქცია ჯანდაცვის უწყებასთან

24 ოქტ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის სამინისტროსთან ლეიბორისტული პარტიის წევრები აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დაურიგონ. 

ასევე, მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ მოქალაქეები 1000 ლარიანი დახმარებით უზრუნველყოს. მათივე თქმით, სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე ფასების რეგულირება უნდა მოხდეს.

პარტიის წევრები ჯანდაცვის სამინისტროსთან კარვის გაშლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციელები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ კარვის გაშლის უფლება. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, ქვეყანა სიღარიბის და შიმშილის ზღვარზე იმყოფება და სწორედ ამაზე სასაუბროდ ისინი ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"ჩვენ აღშფოთებული ვართ იმ მდგომარეობით, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანა არის სიღარიბის და შიმშილის პირას, ეპიდემიურ სიტუაციაში, აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაა და სამინისტრო ტიკარაძის მეთაურობით, დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. შაბათია და ასეთი ეპიდემიის და გაჭირვების ფონზე ქალბატონი ისვენებს. კარვის გაშლის მცდელობა გვქონდა, გვინდოდა, რომ პერმანენტული აქციები გვქონოდა, მაგრამ პოლიცია არ გვაძლევს ამის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონიერი უფლება მათ არ გააჩნიათ. 2 კარავი დაგვიხია პოლიციამ, ჩვენი ქონება გაანადგურა და იძულებულები გავხდით პირდაპირ ტროტუარზე დავმსხდარიყავით. ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს", - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი მიხეილ ქუმსიშვილი.


close დახურვა