განათლების სამინისტროს განცხადებით, ის დაწესებულებები, რომლებმაც უკვე დაიწყეს სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. გადაწყვეტილება შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებს დიდ ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ქუთაისში, გორში რუსთავსა და ფოთში.
დანარჩენ რეგიონებში მდებარე დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება საკლასო ოთახებში.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 11 სექტემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააჟღერა. მისივე თქმით, ხსენებულ ქალაქებში ნებისმიერი სასწავლო პროცესი დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან".
რა წესები და პირობები შეიმუშავეს ონლაინსწავლებისთვის - მინისტრის ბრძანება
11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.