logo
ENG



სამინისტრო: ედუარდ მსტოიანი ცოლის გვარზე - ჯიქურზე გადავიდა

30 ოქტ 202114:42
3 წუთის საკითხავი
 
სამინისტრო: ედუარდ მსტოიანი ცოლის გვარზე - ჯიქურზე გადავიდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქე ედუარდ მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემებითაა შეყვანილი. მან 22 ოქტომბერს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.

სააგენტოში ამბობენ, რომ გვარი შეიცვალა 14 სექტემბრის, ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ, რის გამოც იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნაძალადევის ერთ-ერთ უბანზე პირი ორი პირადობით მივიდა, სადაც ორი სხვადასხვა გვარი იყო მითითებული. 


close დახურვა