logo
ENG



სამინისტრო: სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

16 აგვ 202119:31
3 წუთის საკითხავი
 
სამინისტრო: სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო.

კერძოდ, შექმნილია მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში.

სამინისტრო განმარტავს, რომ ისინი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, ხელმისაწვდომს გახდიან ვაქცინაციის პროცესს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისარგებლონ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით.

უწყების ცნობითვე, ჯანდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში. 

ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც "დელტას" ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებით საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.

საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში გაკეთდა 14 784 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 806 681 ადამიანია აცრილი, მათგან 237 149 ორჯერადად.


close დახურვა