logo
ENG



სამინისტრო: სოცაგენტების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზარდება

16 იან 202220:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/16/1kjj5cbynjyx2zx.jpg

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრო ხელფასების ზრდაზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში ამბობენ, რომ სოციალური აგენტების და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

"ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ხვალიდან, 17 იანვრიდან სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს. ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას, სამგზავრო თანხის გამოყოფასა და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ. სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილნი და სამინისტრო მათ არაფერ ახალს სთავაზობს.

თეა ნარიმანიშვილი ამბობს, რომ სამინისტროში განცხადების შეტანის შემდეგ უწყებისგან შეხვედრის თაობაზე შემოთავაზება არ ყოფილა.

"დასაქმებულების გაფიცვა გამოიწვევს სერიოზულ პრობლემას იმ ბენეფიციარებისთვის, ვისაც ჩვენ ვემსახურებოდით დღემდე. უბრალოდ ვეღარ შეგვიძლია მუშაობა. ამაზე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს, რამ გამოიწვია ეს, რატომ დავდექით ამ ფაქტის წინაშე", - ამბობს ნარიმანიშვილი.


close დახურვა