ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე არაფორმალური სამიტი. ესპანეთის ქალაქი გრანადა 40 ზე მეტ ლიდერს მასპინძლობს. მთავარი სტუმარი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღის წესრიგის პირველი საკითხი კი უკრაინის მხარდაჭერაა.
ზელენსკიმ გამოსვლაში ახსენა საქართველოც. ფორუმს ესწრება ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის ტონიც მედიასთან უცვლელია, - პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს უსამართლობად და ქვეყნის დაჩაგვრად ჩაითვლება. გრანადაში იმყოფება სომხეთის პრემიერ მინისტრიც. ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების გაორმაგების დაპირება მიიღო.