logo
ENG



სამიტის დაწყების წინ ორბანმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია

14 დეკ 202316:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/14/ob3h0rwk8uvandg.jpg

ბრიუსელში სამიტზე ჩასვლისას უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები ჯერ არ უნდა დაიწყოს.

ორბანი ასევე ბლოკავს კიევისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მაგრამ აღნიშნა, რომ შეუძლია მხარი დაუჭიროს ხანგრძლივ მხარდაჭერას ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ.

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უნგრეთი ერთადერთია, რომელიც უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება.

"უნგრელები ზეწოლას არ ემორჩილებიან", - განაცხადა ორბანმსა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ჩასვლისას, სადაც მთავარი თემა გაფართოების საკითხია.

"არსებობს პირობები, ისინი არ შესრულდა. საბჭო არაა გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობაში არაა", - აღნიშნა ორბაბნმა.

ევროკომისიამ - ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანმა - გასულ თვეს რეკომენდაცია გასცა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებები გაეხსნათ, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიეცათ.


close დახურვა