პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმის წამყვანმა კონსტანტინე მორგოშიამ სამმართველო დატოვა.
დღეს, დილით 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრორუსული პლატფორმა ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი - შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია.
სამმართველოშია მისული დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა.