logo
ENG



სამნიძე: როგორ შეიძლება კომიტეტის სხდომა ჩატარდეს სპეცოპერაციის რეჟიმში

07 მარ 202310:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/nlzx30rn2tah09g.jpg

რამდენიმე დღეა პარლამენტში სხვადასხვა სართულზე მობილიზებულია ახალგაზრდა კაცები, ამბობთ რომ არიან სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან. ჩვენ გეუბნებით, რომ არიან სუს-დან, ანტიტერორისტული ცენტრიდანაც. გადავდოთ ვინ არიან და ვინ არალ. არიან ადამიანები, ვინც გვიკრძალავენ გადაადგილებას. მე პირადად ტუალეტში საშუალებაც არ მომცეს, მითხრეს წრე დაარტყი და ისე წადიო. სირცხვილი და იმიტომ ვუსვამ ხაზს. მეუბნებით რომ ჩემს სიცოცხლესა და წესრიგს იცავთ, ვისგან? საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებსაც რამდენიმე დღეში უნდა უწოდოთ აგენტები, არ გინდათ, რომ ჩართოთ დისკუსიაში, ალყა დაარტყით პარლამენტს. ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცის გეშინიათ. როგორ შეიძლება კომიტეტის სხდომა ჩატარდეს სპეცოპერაციის რეჟიმში, იყოს 10 მანდატური და ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმაზე და თქმაზე, რომ ეს არის რუსული კანონი, რეაქცია იყოს, რომ მიკროფონის გათიშვა და დარბაზიდან გაშვება.


close დახურვა