logo
ENG



სამნიძე პრაიდთან დაკავშირებით გომელაურს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს

01 ივლ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

დეპუტატი ხათუნა სამნიძე პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელზეც ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს.

სამნიძემ კომიტეტს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ჩაინიშნოს სხდომა და აღნიშნა, რომ თუ გომელაური კომიტეტზე არ მივა, ამით რეგლამენტი დაირღვევა.

"სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ამით ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს, რომ ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვ, რომ ჩანიშნოს კომიტეტი და ვითხოვთ მინისტრმა დაიცვას რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში და დეპუტატებს გასცეს შეკითხვებზე პასუხი", - თქვა სამნიძემ. 

შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა პრაიდთან დაკავშირებით შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პირველად ორი დღის წინ დაიბარა.

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან თბილისი პრაიდის კვირეული იწყება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.

 

 

close დახურვა