მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია-პერფორმანსები გამართეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ისრაელში ემიგრანტებმა საქართველოს ელჩს, ლაშა ჟვანიას ლობიო გადასცეს. მათ ელჩს სთხოვეს, რომ ეს ლობიო საქართველოს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის გადაეცა.
კიდევ ერთი აქცია-პერპორმანსი ათენში გაიმართა. ემიგრანტებმა ათენში მდებარე საქართველოს საელჩო დააბოქლომეს. მორიგი პერფორმანსი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩატარდა. ემიგრანტებმა საქართველოს საელჩოსთან ლობიო მიიტანეს და შენობის ჭიშკარი დააბოქლომეს.