logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტები:24 საათზე ნაკლები დასჭირდა იმას, რომ პოსტიდან გამქრალიყო კობახიძე

10 ივნ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტები აფასებენ და ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის შეფასება არაადეკვატურია. მათივე თქმით, 20 ივნისის მოვლენები საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გააპროტესტოს და ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.

"მგონი ძალიან თვალსაჩინო მიზეზია, რადგან ქვეყნის ამაზე დიდი შეურაცხყოფა და პარლამენტის მხრიდან ამაზე დიდი უთავმოყვარეობა, როგორიცაა ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანის პარლამენტის სკამში დასმა, არ არსებობს. ამის ასე გატარება და არგაპროტესტება, არ მგონია რომ ადეკვატურია საერთოდ ვინმესგან. ამაზე თავის მართლება, კიდევ უფრო არაადეკვატური მგონია",- აცხადებს 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ტატუკა ჯაფარიძე. 

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, კი პროტესტი არ იქნება ერთჯერადი და ის ტრადიციულ სახეს მიიღებს. ადამიანები ყოველ წელს შეიკრიბებიან და გაიხსენებენ გავრილოვის ღამეს, ამ გზით კი არაერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი აქვთ. 

"საქართველოს ისტორიაში  ერთადერთი თავმჯდომარის პარლამენტის, რომლის გადაყენება დასჭირდა 24 საათზე ნაკლები, ანუ მოთხოვნიდან 24 საათზე ნაკლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტიდან გამქრალიყო ეს ადამიანი. 20 ივნისს რუსთაველის აქციაზე გავლენ თავისუფალი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც არამარტო შარშან იყვნენ და წელს მივლენ, არამედ ყოევლ 20 ივნისს გაიხსენებენ იმ მოვლნებს, როცა ხელისუფლებამ დათვის ტყვიებით ინადირა ადამიანებზე. ალბათ ეს იქნება თავისუფალი ადამიანების დღე",-აღნიშნავს გიგა მაქარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას "200 ნაციონალის შეკრებას" უწოდებს და თავების დათვლას აპირებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული მხარდამჭერები მივლენ.

 


close დახურვა