logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტებმა ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტეს

12 ოქტ 201915:55
3 წუთის საკითხავი
 
kml6i8qo3kfxqw0.png

მოძრაობა „შეცვალესა“ და „ახალგაზრდა თაობის“ ორგანიზებით ერგნეთში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირველ ოქტომბერს გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს. მინისტრმა თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ღარიბაშვილი საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, ვინაიდან მცოცავი ოკუპაცია სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მოქმედი ხელისუფლება რუსული პოლიტიკის გატარებაშიც დაადანაშაულეს.


close დახურვა