logo
ENG



სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ - NGO-ები საპროკურორო საბჭოს მიმართავენ

06 თებ 202008:47
3 წუთის საკითხავი
 

17 არასამთავრობო ორგანიზაცია საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე პარლამენტს არ წარუდგინოს, ხოლო სხვა კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში - დაასაბუთოს მისი შესაბამისობა გენერალური პროკურორისთვის წარდგენილ მოთხოვნებთან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, მიიჩნევს, რომ ფორმა, რომლითაც კანდიდატების შერჩევა ხდება, ხარვეზიანია.

ორგანიზაციები მის შესაცვლელად პარლამენტსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსის საფუძველზე მიიღოს.

„პრობლემა ბატონ შოთაძეში არ არის, პრობლემა არის მის საქმიანობაში, როდესაც პროკურორობის დროს არ იყო დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან. გენერალური პროკურორობის გამწესება უნდა მოხდეს მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ეს ნიშნავს, იმას, რომ მხოლოდ მმართველმა პარტიამ არ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება გენერალური პროკურორი. გენერალური პროკურორი უნდა იყოს ის ვისაც აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა სალაძემ.


close დახურვა