logo
ENG



სამოქალაქოში ჩაცმული სამხედროები-ოკუპანტების მორიგი უკანონო ქმედება

22 მაი 202007:51
3 წუთის საკითხავი
 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდნენ, ტერიტორიაზე რამდენიმე საათს გაჩერდნენ და ბუჩქნარი გაჩეხეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ეჭვობს, რომ ტერიტორიის გასუფთავებას ბორდერიზაციის პროცესის განახლება მოჰყვება. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. მოგვიანებით შემთხვევას საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციები და 2008 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმება დაიცვას. 


close დახურვა