logo
ENG



სამსახურებრივი მოვალეობისას დაშავებულები საქართველოს რკინიგზას უჩივიან

18 ოქტ 202420:36
3 წუთის საკითხავი
 

თანამშრომლების მიმართ უყურადღებობა  და დაუდევრობა - რაში ადანაშაულებენ საქართველოს რკინიგზას. 3 სექტემბერს ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა და რკინიგზის 2 თანამშრომელი დაიღუპა. ირკვევა, რომ გეგმური სამუშაოების შესრულების დროს რკინიგზის კიდევ 2 თანამშრომელი დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც დაშავებულები ყვებიან, ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია საქართველოს რკინიგზის მხრიდან, მათი თქმით, არც მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურეს და ახლა არც კუთვნილ ანაზღაურებას აძლევენ. დაზარალებული თანამშრომლები ბრძოლის სამართლებრივად გაგრძელებას აპირებენ.


close დახურვა