logo
ENG



სამსახურეობრივი გულგრილობის შემთხვევაზე 3 საჯარო მოხელე ამხილეს

05 თებ 202111:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/05/eed1xlet5bdheha.png

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევაზე, ხუთი ადამიანი ამხილეს. აქედან, 3 მოქმედი საჯარო მოხელეა, ხოლო ორი - ყოფილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას. ბრალდებულების მიერ, რომლებიც იყვნენ ამ კომისიის წევრები, არაჯეროვნად განხორციელდა დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.


close დახურვა