logo
ENG



სამსახურის უფროსი: მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ აუზში ცუდად გახდა, არის ალერგიული ადამიანი

26 ოქტ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/26/zy6ct5yckw9f7md.jpg

სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ამბობს, რომ მუშთაიდის პარკთან მდებარე აუზზე წყლის სინჯები დამაკმაყოფილებელია. გვილავამ ასევე ჟურნალისტებთან თქვა, რომ მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ აუზში ცუდად გახდა "ინდივიდუალურად ალერგიული ადამიანია".

"მოვიკვლიეთ, რამდენად ნამდვილად ინფორმაცია იყო სწორი, არცერთ კლინიკაში მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არც სასწრაფოში ზარი არ ფიქსირდება. გვინდოდა დაგვედგინა ნამდვილად დიაგნოზი და წყლის მდგომარეობა ერთმანეთთან კავშირში იყო, თუ არა. ასეთი რამ არ დასტურდება.

რაც შეეხება თავად ტრენერს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, თავად ეს ადამიანი გახლავთ ინდივიდუალურად ალერგიული ადამიანი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ ასეთი", - ამბობს გვილავა.

მშობლები ამბობენ, სპორტულ ცენტრი იმედის საცურაო აუზზე ბავშვები მოიწამლნენ. ცენტრი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა, თუმცა როგორც ბავშვების მშობლები ამბობენ, ინტოქსიკაციის შემთხვევები ზაფხულშიც იყო, რაზეც მერიას რეაგირება არ ჰქონია.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი და მომხდარს სიცრუე უწოდა. მისივე მტკიცებით, აუზზე მომუშავე ადამიანებს "მიზანმიმართულად შეჰყავთ ხალხი შეცდომაში".

"არაფერი არ წარმოადგენს პრობლემას თუმცა პრობლემა არსებობს. პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად. დაამთხვიეს ამ ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა არ ვიცი, რა უნდა იყოს" - თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.


close დახურვა