logo
ENG



სამტრედიაში სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი 32 წლის გრიგოლ ხონელიძე გარდაიცვალა

19 ივნ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 

სამტრედიაში სისხლიანი გარჩევის დროს მძიმედ დაჭრილი 32 წლის გრიგოლ ხონელიძე გარდაიცვალა

მას რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

2 ადამიანი სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე, სროლის შედეგად დაიჭრა. 

საავადმყოფოში რჩება 30 წლის გია ხუჭუა. ის ქვედა კიდურებშია დაჭრილი. 

როგორც ადგილობრივები ფორმულასთან ამბობენ, მათ ჩხუბის ხმა გაიგეს, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა.  

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები კინოლოგებთან ერთად მუშაობდნენ. 

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული. 


close დახურვა