დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, პირველ, 3, 4 და 21 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე, თბილისი მოლიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობითვე, შეზღუდვის პერიოდში, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.