logo
ENG



სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობაზე წასული 3 ადამიანი დაიღუპა, 1-ს ეძებენ

02 მარ 202420:21
3 წუთის საკითხავი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, უბედური შემთხვევა მოხდა - ლაშქრობაში წასული 3 ადამიანი მდინარეში დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 6 ადამიანი სამწვერას ჩანჩქერზე, ლაშქრობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის გადასარჩენად კიდევ 3 ადამიანი ჩახტა მდინარეში. ერთი მოქალაქის ამოყვანა ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთს ამ დრომდე ეძებენ. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები.


close დახურვა