logo
ENG



სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ღარიბაშვილის მოსმენას არ დაესწრება, გამბედაობა უნდა ეყოთ - სესიაშვილი

12 ივნ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნება" ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენას არ დაესწროს, ნეგატიურად აფასებს. 

ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ ასეთ რთულ ვითარებაში პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადოს და ასეთ სესიებს დაესწროს. 

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადება არასწორია. 

"სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ დაესწრება. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში, რომელშიც ასეთი ტიპის გამოწვევებია და ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესებია ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით და ოპოზიცია სრულად არ ესწრება, ეს არასწორია. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და თავდაცვა სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესია, უნდა ეყოთ გამბედაობა, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადონ", - განაცხადა სესიაშვილმა. 

იმაში, რომ თავდაცვის მინისტრის გამოსვლა საინტერესო იქნება დარწმუნებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარწ ანრი ოხანაშვილი

"დარწმუნებულები ვართ, რომ მისი მხრიდან იქნება საინტერესო პოზიციები გაჟღერებული. ასევე იქნება საუბარი მის წამოწყებებთან დაკავშირებით. ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა არის ისეთი მჭიდრო როგორც არასდროს. ამერიკასთან ურთიერთობა არის უპრეცედენტოდ მაღალი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება განხილვა", - აღნიშნა დეპუტატმა. 

ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში 13:00 საათისთვის ელოდებიან. ის საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში მივა და წლიურ ანგარიშს წარადგენს. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილმა ღარიბაშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.  


close დახურვა