logo
ENG



სამხატვრო აკადემიის სტუდენტები: უარს ვამბობთ აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე

12 მაი 202416:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/wvizbeo9ea530cm.jpg
ლანა მრავლაძე / ფორმულა

საერთო ინიციატივას სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც უერთდებიან. მათი თქმით, ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.

"იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ თანამოაზრეები გავერთიანდეთ.
ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატურულმა მმართველობამ ქართულ კულტურას. ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე მსჯელობა აუდიტორიებში, მაშინ როცა ქუჩებში კანონით მონიჭებული აზრის თავისუფლება უკანონო, ბრუტალური ქმედებებით ისჯება. ყოველივე კი იმ ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, რომელიც ასე ფუნდამენტურია უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, ვუერთდებით რა პროტესტს, უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე.

აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს კი მივმართავთ თხოვნით, რომ შემოგვიერთდნენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

არა რუსულ კანონს და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ გზას გვაშორებს!" - ნათქვამია განცხადებაში.

ორშაბათიდან აუდიტორიებში გამოცხადებაზე უარს ამბობენ ილიაუნის, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა და ალტეს თვითმმართველობა


close დახურვა