საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი სურვილითა და ძალისხმევით მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეიძინეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქციები თბილისში, ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს.