სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს წარმომადგენელი ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო იქნება.
ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. წარდგინებას ოფიციალურად ევროკავშირის საბჭო დაადასტურებს.
"პოლიტიკურმა და უშიშროების კომიტეტმა ახლახან დაამტკიცა სახმრეთ კავკასიისა და საქართველოში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლად მაგდალენა გრონოს დანიშნვა. ნომინაციას ოფიციალურად ევროკავშირის წარმომადგენლობა დაამტკიცებს. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ", - წერს ჩეხეთის წარმომადგენლობა.
ამ პოზიციას 2017 წლიდან ესტონელი დიპლომატი, ტოივო კლაარი იკავებდა.