logo
ENG



სამხრეთის სარდლობა: უკრაინულმა ძალებმა მტრის რამდენიმე დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს

10 ივლ 202311:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/10/4dm9a61v6608we4.jpg

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა მტრის რამდენიმე დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს.

"გასული დღის განმავლობაში მტრის დივერსიული ჯგუფები განადგურდა, რომლებიც ნავებით მანევრირებას ცდილობდნენ. ფრონტის მთელ ხაზზე დაძაბული და რთული ვითარებაა.

ზაპოროჟიეს მიმართულებით სიტუაცია საკმაოდ დინამიურად ვითარდება, მდინარის გასწვრივ, დნეპრის მიმართულებით დაძაბული ვითარებაა, მაგრამ მეტ-ნაკლებად სტაბილური - მტერი თავდაცვაზეა, ცდილობს ის ხაზები შეინარჩუნოს, რომლებიც მან აღჭურვა და გაამაგრა", - ამბობს უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი.

ჰუმენიუკის თქმით, რუსული ძალები აქტიურად ბომბავენ ხერსონისა და ანტონოვკას მიმართულებებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დაბომბვის ინტენსივობა უკრაინის სახმრეთ ნაწილში შემცირდა. მტრის ძირითად მიმართულებებად კი ბერისლავი, ხერსონი და ოჩაკოვი რჩება.


close დახურვა