logo
ENG



სანადიროდ მყოფი კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლით დაიღუპა

17 სექ 202317:12
3 წუთის საკითხავი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში სანადიროდ მყოფი 33 წლის კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლით დაიღუპა.

ახლობლების ცნობით, ისინი ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და 33 წლის კაცს თავის არეში მოხვდა. მიღებული დაზიანებებით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ კაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


close დახურვა