logo
ENG



სანამ იქნება ბიძინა ივანიშვილი, ვიქნებით ყველა დაზიანებულები - ლევან იოსელიანი

19 ნოე 201912:18
3 წუთის საკითხავი
 
w6h4jf7wwpq5rd0.jpg

სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პოლიციის სამმართველო დატოვა. ის პოლიციაში გუშინ, აქციაზე მიღებული დაზიანებების გამო დაიბარეს.

როგორც იოსელიანი განმარტავს, სამართალდამცველებს აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა მის მიმართ პოლიციელების ბრალეულობას ადგილი.

„პოლიციას აინტერესებდა რა ვითარებაში მივიღე დაზიანებები, დეტალურად აღვუწერე. აინტერესებდათ პოლიციის მიერ იყო თუ არა ზიანი მოყენებული. ბორდიურზე ავდიოდი, როცა წლის ჭავლი გაუშვეს, სამართალდამცველების მხრიდან არ ჰქონია ჩემთან შეხებას ადგილი. მე ჩვენებაშიც დავწერე და გავიმეორებ, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მთელი ქვეყნის დაზიანებაზე არის პასუხისმგებელი, არის ბიძინა ივანიშვილი, ის აზიანებს მთელ ქვეყანას. სანამ იქნება ბიძინა ივანიშვილი, ვიქნებით ყველა დაზიანებულები, მაგრამ ეს არის მისი ბოლო ფაზა და 2020 წელს, იმ მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება, ვინც 5 თვეში ორჯერ დაარბია“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

 


close დახურვა