logo
ENG



სანდრა კალნიეტე - რთულია დაიჯერო, რომ უგულავას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო

20 თებ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს. „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში კალნიეტე აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება პოლიტიკურად მწვავე დროს დაემთხვა. ევროპარლამენტარი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ თუ მმართველ პარტიას ოპონენტების დევნით გამარჯვების ცდუნება გადაძალავს, ქვეყნისთვის მოვლენები ცუდად განვითარდება. ამ კონტექსტში კალნიეტე გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივების არარსებობა რთული დასაჯერებელია.

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკურად გამწვავებულ დაძაბულ დროს დაემთხვა. ამ ყველაფრის ფონზეა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობა და გიგი უგულავას დაკავება, რომელიც რთულია დაიჯერო, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. ევროკავშირი ასეთი შეშფოთებული არასდროს ყოფილა დემოკრატიის მდგრადი უკუსვლით. ეს ფაქტი კიდევ უფრო გვაღელვებს, რადგან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ლიდერად ითვლება. ამიტომ მე მჯერა, რომ უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორ ჩატარდება წლევანდელი არჩევნები. თუ ნებისმიერ ფასად - კანონების შეცვლითა და ლიდერი ოპოზიციური ფიგურების დევნით - გამარჯვების ცდუნება გადაძალავს, ქვეყნისთვის მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარება იქნება. ამას გავლენა ექნება ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. ქართველი ხალხი იმსახურებს და აქვს ნამდვილი დემოკრატიის მოლოდინი და არა ფასადური მორთულობის“, - წერს სანდრა კალნიეტე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.



close დახურვა