logo
ENG



სანდრო ბარამიძე: რურუას იარაღი პოლიციელების მიერ იყო ჩადებული

06 მარ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

„მთავარი არხის“ მფლობელი გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ და დაკითხონ ასევე ბრალდების მოწმეები.

რურუას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ წინასასამართლო სხდომაზე, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ არ არსებობს ჩხრეკის ოქმი და მეტიც, რურუას ჩხრეკა საერთოდ არ მომხდარა. როგორც უფლებადამცველმა სანდრო ბარამიძემ  განაცხადა, გიორგი რურუა პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.

„მოწმეები გამოკითხვა გაგრძელდება. წინა სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მოწმეებმა დაადასტურეს, გიორგი რურუას დაკავებისას მისი პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა და ოქმი გაყალბებულია. ამოღებული ცეცხსასროლი იარაღი იყო ჩადებული პოლიციის ოფიცრების მიერ“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ მას იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან. 


close დახურვა