მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, აგრესორ ქვეყანასთან [რუსეთთან] სალაპარაკო არაფერია.
"სამწუხაროდ, რუსეთი მუშაობს ასეთი ინსტრუმენტებით - მუქარით, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობებით... როცა ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ განვაცხადდეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ ვისწრაფვით. ამ ომის დაწყების შემდეგ, როგორი ურთიერთობა შეიძლება იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?", - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, გეგმავდა თუ არა რაიმე ვიზიტს და შეხვედრებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას აგრესორ ქვეყანასთან სალაპარაკო არაფერი აქვს.
სანდუმ დაგმო 29 დეკემბრის დილით უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო შეტევა და აღნიშნა, რომ თავდასხმები ხდება დღესასწაულების წინ და რუსების სამიზნე ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.