მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოლდოვა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით.
"უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხით - საკუთარი სახლის დამცველებისა და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების სიმამაცითა და დაუმორჩილებლობით. თქვენ ხართ შთაგონება მომავალი თაობებისთვის.
ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, უკრაინა!" - წერს მოლდოვის პრეზიდენტი Twitter-ში.