logo
ENG



სანდუ: ევროკომისიის რეკომენდაცია მოლდოვის მხარდაჭერის სიგნალია, ევროსაბჭოს იმედი გვაქვს

17 ივნ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის მხრიდან მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს ევროკომისიის მხრიდან მოლდოვის მოსახლეობისადმი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. 

"ეს არის მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი! ევროკომისიამ გასცა მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია იმ პირობით, რომ დამატებითი ძალისხმევა იქნება გაწეული უკვე დაწყებულ რეფორმებზე წინსვლისთვის. ჩვენ მზად ვართ მტკიცე მუშაობისთვის და ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა მაია სანდუმ. 

ევროკომისიამ დღეს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. 

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს.

 

close დახურვა