logo
ENG



სანდუ: კრემლისთვის წმინდა არაფერია, ნამდვილი რწმენით ტაძრებს არ ბომბავენ

15 ივნ 202612:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/ul3scmamosbt1xt.png

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისთვის არაფერია წმინდა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს.

"კრემლმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისთვის არაფერია წმინდა. ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ქრისტიანულ ღირებულებებს იცავენ, დაბომბეს კიევ-პეჩერის ლავრა, მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე. ნამდვილი რწმენით ტაძრებს არ ბომბავენ.

მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას.

ზეწოლა უნდა გაიზარდოს, სანამ რუსეთი არ შეჩერდება", - წერს სანდუ


close დახურვა