logo
ENG



სანდუ: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნება დართონ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წავიდეს

21 დეკ 202220:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/a2vzqddoqqz5erp.jpeg

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცეს.

"გვაწუხებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით გამოწვეული სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზელენსკის მოწოდებას, ნება დართონ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს", - წერს სანდუ Twitter-ზე. 

გუშინ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".


close დახურვა