logo
ENG



სანდუ: მოლდოვა მზად არის ყველა კლასტერი გახსნას, რეფორმებს მომავალშიც გავაგრძელებთ

13 ივნ 202612:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/13/l5061nkp46pr2su.png

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ორშაბათს ევროკავშირში მოლდოვა-უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება.

სანდუს თქმით, მოლდოვა მზად არის მოლაპარაკებების ყველა კლასტერი გახსნას, რადგან ქვეყანამ უკვე შეასრულა საჭირო სამუშაო და რეფორმების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.

"კარგი და მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან. მივესალმები გადაწყვეტილებას, რომ ორშაბათს გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნას.

მოლდოვა მზად არის ყველა კლასტერი გახსნას - ჩვენ უკვე შევასრულეთ საჭირო სამუშაო და რეფორმების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ.

მოუთმენლად ველოდები ევროკავშირი–მოლდოვის სამიტს, რომელიც 22 ივნისს გაიმართება", - წერს სანდუ. 

15 ივნისს EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის, სიმამაცისა და ერთგულების აღიარებაა, მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.


close დახურვა