მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მას კრემლის გეგმა გადასცა, მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესახებ.
გეგმის მიხედვით, სამხედრო მოქმედებები დივერსანტების მონაწილეობით რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან მზადდებოდა.
"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე ადამიანების მონაწილეობით. ისინი ძალადობრივ ქმედებებს გეგმავენ, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე და მძევლების აყვანას", - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.
სანდუს თქმით, კიევის მიერ გადაცემული მასალები შეიცავს ამ დივერსიული ქმედებების ორგანიზების ლოგისტიკასთან დაკავშირებით დეტალურ დოკუმენტაციას.
"გეგმა ითვალისწინებს ხალხის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოლდოვაში ძალადობრივი ქმედებებისთვის. მაგალითად, მასალები შეიცავს მითითებებს რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის მოლდოვაში შესვლისთვის", - განაცხადა სანდუმ.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოები ემზადებიან ამ პროვოკაციების აღკვეთისა და სიტუაციის კონტროლის შესანარჩუნებლად.