გვსურს, რომ გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ პროპაგანდას და დეზინფორმაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით და კიდევ უფრო გაძლიერდა ეს პრობლემა უკრაინაში რუსეთის ომის პირობებში.
ჩვენთვის, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი და ჩვენი ვალია, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ევროპული ოცნების შესრულება, ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების შესრულება.
ჩვენი მომავალი გახლავთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ღირებულებით სფეროში ევროპის და ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა განვვითარდეთ თავისუფლად, უსაფრთხოდ, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფარგლებში.