logo
ENG



სანდუს თქმით, მოლდოვამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა თანამედროვე არმია შექმნას

27 აპრ 202219:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/3k522p4ltnqqld3.jpg

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ამბობს, რომ ამჟამად ქვეყანას, ფაქტობრივად, არ ჰყავს ბრძოლისუნარიანი არმია და ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. პრეზიდენტის განცხადებას ევროპეისკაია პრავდა ავრცელებს.

მაია სანდუ ეროვნული არმიის გენშტაბისა 30 წლის იუბილესთან და სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა:

"30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია დარჩა ტექნიკის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მზადყოფნის გარეშე. ახლა ვაცნობიერებთ შედეგებს". 

ამავე დროს, სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოველი სამხედროები, რომლებიც გაეროს და ეუთოს ეგიდით სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, პროფესიონალების რეპუტაციით სარგებლობენ. სანდუს თქმით, მოლდოვამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პროფესიონალური თანამედროვე არმია შექმნას.

"ესაა ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში... ახლა, როდესაც პირდაპირ ჩვენს საზღვართან ომი მიმდინარეობს, ამას შესანიშნავად ვხვდებით", - თქვა სანდუმ.


close დახურვა